მეცნიერები, არქეოლოგები სამხრეთ კორეიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან თსუ-ში საერთაშორისო კონფერენციას "Tri-national Archaeological Cooperation and Academic Exchange: Georgia, Azerbaijan, Korea" გამართავენ.
აღნიშნულ სემინართან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს კიმ ტონგ ოპს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქართულ-აზერბაიჯანულ-კორეულ არქეოლოგიურ კონფერენციას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი, სემინარის მასშტაბი გაიზრდება.
„ჩვენ კორეელ კოლეგებს ვთავაზობთ ერთობლივი არქეოლოგიური კვლევის განხორციელებას ფაზისში. ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი ექსპედიცია რეგიონში,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თსუ-ს აღუთქვა მხარდაჭერა კორეის რესპუბლიკასთან ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში.